მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგში ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იურგენ ჰარდტსა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს, იოჰანეს შრაპსს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე განხილვის მთავარ საკითხები საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია იყო.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გერმანიის და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის მკაფიო მხარდაჭერისა და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა.

ყურადღება საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელოვან პროგრესზე გამახვილდა და აღნიშნა, საქართველოს მზაობა შემდგომი ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით. ხაზი გაესვა, რომ საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის კონტექსტში, ოფიციალური ბერლინის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

გერმანელმა კოლეგებმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შეფასების კითხვარის დროულად შევსებას დადებითი შეფასება მისცეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამისად შეფასებული იქნება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა