ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. კამპუსს უნივერსიტეტის პრეზიდენტი გახსნის. გახსნით ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტის, აშშ-ის საელჩოს და ამერიკის სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე აგრეთვე მოეწერება ხელი ვებსტერის უნივერსიტეტის გაწევრიანებას ამერიკის სავაჭრო პალატაში (AMCHAM). ღონისძიებას დაესწრებიან განათლების და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

„ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს დაარსდა და მსოფლიოს 50 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ. საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტის მისაღებად და განახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. მომდევნო წლებში, აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატება პროგრამები სხვა მიმართულებებითაც. კამპუსი არის საერთაშორისო და მასში საქართველოს მოქალაქეების გარდა ისწავლიან უცხოელი სტუდენტებიც. სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს მობილობით და გაატაროს რამდენიმე სემესტრი ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით. სწავლის დასასრულს, სტუდენტს მიენიჭება ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკული დიპლომი. ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა არის პირველი და ისტორიული ფაქტი, როდესაც საერთაშორისოდ აღიარებული საუნივერსიტეტო ქსელი ახალ ლოკაციად საქართველოს ირჩევს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის წესრიგი: 15:30 - გახსნის ცერემონიალი

მოდერატორი: ემინ ჰაჯიევი, ვიცე რექტორი, ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველო;

16:00 - 16:10 მიხეილ ბატიაშვილი - ვებსტერის უნივერსიტეტის პარტნიორი საქართველოში;

16:10 - 16:20 ჯულიან შუსტერი - ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;

16:20 – 16:25 გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე;

16:25 - 16:30— ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

16:30 - 16:35 კელი დეგნანი - აშშ-ის ელჩი საქართველოში;

16:35 - 16:40 ირაკლი ბაიდაშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) ვიცე პრეზიდენტი;

16:40 - 16:50 ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანების ხელმოწერის ცერემონიალი;

16:50 - 17:30 კამპუსის ტური.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა