მედეა ჯანიაშვილი - აპრილში ჩვენ იმდენად პოზიტიური შედეგი გვაქვს, რომ ეს გარანტიას გვაძლევს არათუ შევინარჩუნებთ ამ მონაცემებს წლის ბოლომდე, არამედ კიდევ უფრო გავზრდით

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა 4 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მისივე თქმით, მთავარი მიზანია საერთაშორისო მოგზაურების კუთხით ტურისტების წილი რაც შეიძლება მაღალი იყოს, რაც მიღებულ შემოსავლებზე ავტომატურად აისახება.

„იანვარი-აპრილის თვის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, შემოსავლების აღდგენამ 70%-ს მიაღწია. აპრილში ჩვენ იმდენად პოზიტიური შედეგი გვაქვს, რომ ეს გარანტიას გვაძლევს, რომ ამ მონაცემებს წლის ბოლომდე არათუ შევინარჩუნებთ, არამედ კიდევ უფრო გავზრდით“, - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 478 886 422 (+463.1%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს - ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 188 588 938 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6% აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 138 729 246 (+278.2%) აშშ დოლარით არის გაზრდილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა