სახელმწიფო ფონდების, პროგრამების და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფო ფონდების, პროგრამების და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის 1 200 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

უწყების ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროს შოთა კაკაბაძესთან ერთად, იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებისა და პროგრამების დაფინანსებით პროექტებს ახორციელებენ. 2022 წელს, იმერეთის მხარეში, 132 მილიონი ლარის 1200 პროექტია დაფინანსებული. ამ პროექტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მთის ფონდით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები შედის. დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში სამუშაოები ადგილზე მოვინახულეთ. პროექტები მრავალფეროვანია და პრაქტიკულად, ინფრასტრუქტურის მთელ სპექტრს მოიცავს - საბავშვო ბაღების, სკოლების, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ჩათვლით,“ - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

„საჩხერეში, ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ტურისტული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჭიათურაში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, შადრევანი, სკვერი, სკეიდბორდის მოედანი მოეწყო, შენობებსა და ტროტუარებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში კი, დასასვენებელი სივრცეები ეწყობა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში, ევროკავშირის დაფინანსებით, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფლებამდე მისასვლელი გზებიც ეწყობა.

ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, პროექტები თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს. საავტომობილო გზების გარდა, რეაბილიტაცია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას უტარდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს