პაატა მანჯგალაძე - ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიც ლევან მამალაძეა და ამასთან დაკავშირებით საგანგებო ამნისტიას როცა იღებენ და ასეთი ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში, ეს მიუთითებს პოლიტიკური აპოკალიფსის მოახლოებაზე

ლევან მამალაძე „ქართული ოცნების" რეალური საფრთხეა და ეს მათ დეგრადაციაზე, აპოკალიფსზე და აღსასრულის მოახლოებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ლევან მამალაძის საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება ლევან მამალაძეს სასათბურე პირობებს უქმნის.

„ეს არის ერთგვარი ტესტი „ქართული ოცნების". ასეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიც არის ლევან მამალაძე და ამასთან დაკავშირებით საგანგებო ამნისტიას როცა იღებენ და ასეთი ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში, ეს მიუთითებს პოლიტიკურ აპოკალიფსის და აღსასრულის მოახლოებაზე. განა რამე ავტორიტეტი და წონა აქვს ამ ადამიანს, მაგრამ მისი ოდიოზურობიდან და მისი პრორუსული პროპაგანდისტული ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც მხილებული იყო უამრავ დანაშაულში, როცა მას სასათბურე პირობებს უქმნის ხელისუფლება - მამალაძე "ქართული ოცნების" რეალური საფრთხეა და ეს მიუთითებს მათ დეგრადაციაზე, აპოკალიფსის და "ქართული ოცნების" აღსასრულის მოახლოებაზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, პაატა მანჯგალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მალე უნდა თქვას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე უარი, "თორემ უსამართლობის ურემი მათ კართანაც გაჩერდება".

"ქართულმა ოცნებამ" თუ უნდა, რომ თოხებით არ გამორეკონ კაბინეტებიდან, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე თქვას უარი, თორემ ეს უსამართლობის ურემი მათ კართანაც გაჩერდება", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა.

ლევან მამალაძეს ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, დაუსწრებლად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა “ამნისტიის შესახებ“ პროექტის მეხუთე მუხლის მიხედვით, პირები, რომელთაც დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა