ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნაწილს ლევან მამალაძის საკითხი იმიტომ აწუხებს, რომ "რაზბორკა" ჰქონდათ - ეს იყო ერთი პარტია: ჟვანია, სააკაშვილი, მამალაძე, ბურჯანაძე, მათ შორის მოხდა განხეთქილება, დაასისხლიანეს ისე სცემეს ერთმანეთი

ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს მამალაძის საკითხი იმიტომ აწუხებს, რომ ერთმანეთში ჰქონდათ გაურკვევლობა და "რაზბორკა" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენგან რა გინდათ?! - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული ამნისტიის შედეგად, ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ახლა ამაზე საუბრობენ, ლევან მამალაძესთან ერთად იყვნენ „მოქალაქეთა კავშირში“, თუმცა, შემდეგ მათ შორის განხეთქილება მოხდა და "დაასისხლიანეს ერთმანეთი".

"ადამიანი 17 წელი იყო თუ 20 წელი გაქცეული, მე მას არც ვიცნობ ნორმალურად და ვინც მას აფასებს, მასთან ერთად რომ იყვნენ, ის ადამიანები არიან, უკეთ იციან ალბათ, რა გარჩევა ჰქონდათ ერთმანეთში. ამნისტია შეეხო იმ დანაშაულებს, რაც ათეული წლის წინ მოხდა და ერთ-ერთი მამალაძესაც შეეხო. ოპოზიცია ამას ამბობს, რადგან ეს იყო ერთი პარტია - "მოქალაქეთა კავშირი"- ჟვანია, სააკაშვილი, მამალაძე, ბურჯანაძე მათ შორის მოხდა განხეთქილება შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, დაასისხლიანეს ისე სცემეს ერთმანეთი, ამოიღეთ ეს კადრები. მერე მამალაძეს მიუსაჯეს რაღაც, მაგათ აქვთ ერთმანეთში რაღაც გასარკვევი. ზოგადი ამნისტიის აქტში მოჰყვა ეს ადამიანი და იმიტომ აწუხებს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ეს საკითხი, რომ ერთმანეთში ჰქონდათ გაურკვევლობა და "რაზბორკა" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენგან რა გინდათ?!"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა. ლევან მამალაძეს ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, დაუსწრებლად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა “ამნისტიის შესახებ“ პროექტის მეხუთე მუხლის მიხედვით, პირები, რომელთაც დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა