პროექტის „სომხეთი-საქართველოს პოლიტიკის დიალოგის“ ფარგლებში, საქართველოს სომხეთისა და ყირგიზეთის დელეგაციები ეწვია

პროექტის „სომხეთი-საქართველოს პოლიტიკის დიალოგის“ ფარგლებში, საქართველოს სომხეთისა და ყირგიზეთის დელეგაციები ეწვია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა „მრავალეროვანი საქართველოსა“(საქართველო) და „საგანმანათლებლო ცენტრი თანასწორი უფლებებისათვის (სომხეთი) ორგანიზებით.

„ შეხვედრები და დისკუსიები გაიმართა ქართველ ექსპერტებთან და საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომელთა ფარგლებშიც, სტუმრები გაეცნენ როგორც საქართველოში ჩატარებულ, ისე მიმდინარე თუ დაგეგმილ რეფორმებს.

სომხეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ოთხი მოქმედი მოსამართლე და სასამართლოს უმაღლესი საბჭოს წევრები. ყირგიზეთის მხარეს წარმოადგენდნენ რამდენიმე წამყვანი მედია საშუალების ხელმძღვანელები, რადგანაც მოცემულ ეტაპზე მათი მონაწილეობა პროგრამაში პილოტური გახლდათ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვივნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეხვდნენ საბჭოს მდივანს და წევრებს. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც მათ უწყების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ თავმჯდომარისგან, ასევე კოლეგიებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისაგან მიიღეს.

პროექტი ხორციელდება ამერიკული ფონდის „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისთვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „სომხეთი-საქართველოს პოლიტიკის დიალოგი“ ფარგლებში, რომლის მიზანიცაა სომეხი კოლეგებისთვის რეფორმების გატარების საქართველოს გამოცდილების გაზიარება. პროექტი 2019 წელს ინიცირებული პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს და საჯარო სექტორის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს