ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს, დეივიდ კავენას, ერნესტო ბრაამს და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი.

„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა და სხვა.

საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ADB-ის მიერ გამოყოფილი დროული ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად რეგიონში და მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერება კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და სხვა. სტრუქტურული რეფორმების კუთხით - კაპიტალის ბაზრის განვითარება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კერძო სექტორის მხარდაჭერა, საჯარო ფინანსების მართვა.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა