„წინააღმდეგობა“, „თავისუფალი მედია”, - ამ სლოგანით „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა ჯგუფმა აქცია-პერფორმანსი გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, პოლიტიკური მოტივით ადამიანების დაკავებას და მედიის თავისუფლების შეზღუდვას. აქტივისტების თქმით, მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაიმართება.
„გვინდა მივმართოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ შეხვდეს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს, რადგანაც ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. გაითავისოს მისი უფლებები, ვიდრე ჯერ კიდევ, რამე შერჩენია. ჩვენი აქციის ლოზუნგია „წინააღმდეგობა” და დიახ, ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით თითოეული ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, რომელიც ჩატეხავს ხიდს დასავლეთსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლუკა ჭოხონელიძემ.