შვედეთის საელჩოს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები სენაკს ეწვივნენ

შვედეთის საელჩოს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები პროექტის - “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ, წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და სკოლის მოსწავლეების ტრენინგს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შვედეთის ელჩის მოადგილემ და შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა, შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა და UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ მდინარე ცივის კალაპოტის 2,180-მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები და დამცავი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერეს.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ადგილობრივმა კოორდინატორმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებზე ისაუბრა. ასევე, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელმა სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია წარადგინა.

შეხვედრის შემდეგ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა გიმნაზიაში, VIII-IX კლასელებისთვის კლიმატის ცვლილების და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანიც მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა