ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Flyadeal დაიწყებს

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის და ივნისიდან ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დაასრულა.

პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები - ჯედადან და რიადიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით Flyadeal პირდაპირი რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით შესრულდება. (რიადი-თბილისი-რიადი - კვირაში 4 სიხშირე, დამამი-თბილისი-დამამი - კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა - კვირაში 2 სიხშირე, ჯედა-ბათუმი-ჯედა - კვირაში 3 სიხშირე, რიადი - ბათუმი- რიადი - კვირაში 3 სიხშირე).

,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გვაქვს საკმაოდ დადებითი მოლოდინები. ერთდროულად ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal. ავიაკომპანიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა. საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მოხარულები ვართ, რომ ივნისის ბოლოდან საქართველოს საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება,-“აცხადებს თამარ არჩუაძე.

საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ თავდაპირველად ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა. Flyadeal 50 Airbus A320neo და Boeing 737 MAX ფლობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა