ზურაბ აბაშიძე CORLEAP-ის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელის სტატუსით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველო 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე ქართულ დელეგაციას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ზურაბ აბაშიძე, 20 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს CORLEAP-ის წევრ პაველ ბრანდასთან, აგრეთვე, ევრონესტისა და CORLEAP-ის სამდივნოებისა და რეგიონული აღმოსავლეთ პარტნიორობის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს სამმართველოს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეები თანათავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევის შემდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

ბრიუსელში ვიზიტისას ზურაბ აბაშიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეგიონების კომიტეტის ფარგლებში უკრაინის საკითხებზე სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. ამასთან, ის ჩაერთვება სესიებში, რომლებიც უკრაინის რეგიონული განვითარების პროცესში, სამომავლო საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების რეკონსტრუქციაში ევროკავშირის წვლილზე მსჯელობას დაეთმობა.

აღსანიშნავია, რომ CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. ყოველწლიური როტაციის მიხედვით, თანათავმჯდომარის სტატუსს, საქართველოს ამჯერად მოლდოვა გადმოაბარებს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი, ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა