სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მსოფლიოს საუკეთესო ექსპორტის სააგენტოს ჯილდო მოიპოვა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის კონკურსის WTPO Awards 2020-ის ფარგლებში საუკეთესო სააგენტოდ დასახელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "აწარმოე საქართველოდან" აცნობეს, დაჯილდოების ცერემონია, რომელიც კოვიდპანდემიის გამო გადაიდო და წელს ჩატარდა, განაში გაიმართა, სადაც სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხიდურელს ჯილდო პირადად გადასცა ITC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პამელა ქოუქ ჰამილტონმა.

„ფინალში გამოვლინდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ ექსპორტის განვითარების ინოვაციურ და ეფექტურ ინიციატივებს. ორგანიზაციებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი ეხმარებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს (MSMEs) გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ WTPO Awards-ის წლევანდელი დაჯილდოების ჟიურის წევრი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელია, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენელი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა