ხათუნა სამნიძე - დერეკ შოლესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ანტიდასავლურ კამპანიაზე, რომელსაც ხელისუფლება კითხვარის შევსების პარალელურად ორკესტრირებულად აწარმოებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მედიაზე მიმდინარე თავდასხმაზე, პოლიტიკური პატიმრების საკითხზე, რეფორმებზე, რომლებზეც „ქართული ოცნება" უარს ამბობს, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სამნიძის თქმით, შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსადმი. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ქვეყანას და არა რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებას ან პოლიტიკოსს.

„ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ქვეყანაში არსებული ვითარება. ერთი მხრივ, ქვეყანა ავსებს კითხვას და მეორე მხრივ, მთელი ხელისუფლების ოფიციალური პირები მიმართული არიან იქითკენ, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური თავდასხმა აწარმოონ ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ხვდებიან, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ჩვენს ქვეყანას მაქსიმალურად სჭირდება ყურადღება. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმ ანტიდასავლურ კამპანიაზე, რომელსაც ხელისუფლება კითხვარის შევსების პარალელურად ორკესტრირებულად აწარმოებს.

ვისაუბრეთ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ ამის შესაძლებლობას!” - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა