ხობში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

ხობის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ხობის მერიის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში საზოგადოებას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, ბავშვის უფლებათა კოდექსი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, რომელთა დაცვას უშუალოდ საზოგადოებრივი ადვოკატები ახორციელებენ.

“ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სამსახურის ახალი პროექტის - „პარალეგალების“ წარდგენას. სამეგრელო არის პირველი რეგიონი, სადაც „პარალეგალთა რეესტრის“ ფორმირება დაიწყო. პროექტი „პარალეგალი“ გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს - ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს.

შეხვედრები სამეგრელოში ხორციელდება იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში. კამპანიის მხარდამჭერია ევროპის საბჭო (COE)”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იურიდიული დახმარების სასამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა