ანონსი 20 მაისი

20 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

20 მაისს, 10:00 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ EUGBC-სა და კასპიის ენერგო კლუბს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი, ასევე (B2B პლატფორმა) აზერბაიჯანულ და ქართულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები შედგება.

მის: თავისუფლების მოდანი #4

საკონტაქტო: 555 38 68 98

20 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროფესიული კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის, მათე ტაკიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ იწყება - რომელ სპეციალობებში გაივლიან მსურველები მომზადება/გადამზადებას. პროფესიული განათლების როლი პროექტის განხორციელებაში.

შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, კადრების კვალიფიკაციის საკითხი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ აშშ-ის ელჩს წერილით მიმართავს“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 მაისს, 11:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) 20 მაისს, 12:00 საათზე, „Sovlab“ სამხედროებთან და აქტივისტებთან ერთად, ვაკის პარკში, სამხედრო ცენტრის წევრების მემორიალთან აქცია-პერფორმანსს გამართავს.

საკონტაქტო: ირაკლი ხვადაგიანი - 593 785 901

20 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

20 მაისს, 15:00 საათზე, ბათუმის ახალ მეჩეთში შეხვედრების სერიის, „საუბრები დემოკრატიაზე“ მორიგი ღონისძიება გაიმართება, სადაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე დემოკრატიზაციის ჭრილში, ასევე, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

მის: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #49ა.

საკონტაქტო: მარიამ ჭუბაბრია - 599 09 29 75

20 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

20 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

20 მაისს, 18:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპარლამენტარებზე თავდასხმის შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის: მცხეთის ქუჩის 49

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა