დავით ფაცაცია გიგა ოთხოზორიას საფლავზე ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად მივიდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად, გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარობის პრესამსახური ავრცელებს.

„გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა