აკადემიკოს მინდია უგრეხელიძეს ემერიტუსის წოდება მიენიჭა

პროფესორ მინდია უგრეხელიძის 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, გიორგი ზვიადაძემ მინდია უგრეხელიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარიარქის, ილია მეორის მილოცვა გააცნო და პატრიარქის სახელით საჩუქრად წიგნი გადასცა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე პროფესორ მინდია უგრეხელიძეს აკადემიურ სფეროში დამსახურებული განსაკუთრებული პროფესიული აღიარებისთვის ემერიტუსის საპატიო წოდება მიენიჭა.

ასევე აკადემიკოსის სახელი მიენიჭა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზს.

"უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა. მოგეხსენებათ, ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი და მეცნიერი, მინდია უგრეხელიძე 80 წლის გახდა და დღეს მის იუბილეს ვზეიმობთ. დღეს მინდია უგრეხელიძეს პროფესორ ემერიტუსის წოდება მიენიჭა და ასევე, ჩვენს უნივერსიტეტში მისი სახელობის სასამართლო დარბაზი გაიხსნა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სასამართლო დარბაზში მრავალი მამულიშვილი გაიზრდება", - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა კორძაიამ.

"როცა ამდენ მოღიმარ სახეს, ამდენ კეთილად განწყობილ ადამიანს უყურებ და მონატრებულ ადამიანს შეხვდები, მიხვდები, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველგვარი წახალისება ამავე დროს საჯილდოო ქვა არის, ეს არის იმის შემოწმება, შეძლებ თუ არა შემდგომ ეს პასუხისმგებლობა გაამართლო. ამიტომ, ძალიან მადლობელი ვარ ამ უნივერსიტეტის დამოკიდებულების გამო, რადგან ეს არის დამოკიდებულება ყველა იმ ადამიანისადმი, რომელიც თავის საქმეს ერთგულად ემსახურება", - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

მინდია უგრეხელიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, "იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა" და სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის" წევრი, 2019 წლიდან არის ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი, მიმდინარე წელს კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია. ამასთან, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა