კაკლოვანი კულტურების განვითარების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, კაკლოვანი კულტურების ხარისხისა და ექსპორტის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა თხილისა და მშრალი ხილის საერთაშორისო საბჭოს (INC) თავმჯდომარე პინო კალკანიმ მიიღო.

მათივე ცნობით, ღონისძიება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ყურადღება საქართველოში კაკლოვანი კულტურების განვითარების პოტენციალსა და გამოწვევებზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ კაკლოვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში მორიგი წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართა. სექტორში ჩართულ პირებს საშუალება ჰქონდათ, მსოფლიო ტენდენციებზე ინფორმაცია მიეღოთ. არსებული გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესია მოსავლის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობენ,“- აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

თხილისა და მშრალი ხილის საერთაშორისო საბჭოს (INC) თავმჯდომარე პინო კალკანიმ მოხსენებაში მსოფლიოში არსებული ვითარება შეაჯამა და აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, საქართველომ დარგის განვითარების დადებითი დინამიკა შეინარჩუნა.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 10 წელზე მეტია არაერთ პროგრამას ახორციელებს და ქართველ ფერმერებს კაკლოვანი კულტურების ინდუსტრიის განვითარებაში ეხმარება,“ - განაცხადა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.

კონფერენციაში ექსპორტიორები, საქართველოში მოქმედი კაკლოვანი კულტურების ასოციაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თხილისა და მშრალი ხილის საერთაშორისო საბჭო (INC) 1980 წელს დაარსდა და დღეისათვის 80 ქვეყნის 850-ზე მეტ წარმომადგენლობას აერთიანებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა