ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, თუ რადიკალური ოპოზიცია „რევოლუციის და პოლარიზების გზაზე იდგება“, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება

თუ რადიკალური ოპოზიცია რადიკალიზაციის, რევოლუციის და პოლარიზების გზაზე იდგება, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების განხორციელებას თანამშრომლობა სჭირდება, რაც რადიკალიზაციის პროცესში არ მოხერხდება. ამასთან, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მათ ცვლილებების განხორციელების ვალდებულება არ გააჩნიათ.

"შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება მოხდა უკვე, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" არ შემოუერთდა ამ დოკუმენტს და ჩვენც დავტოვეთ შემდეგ ეს შეთანხმება. საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზაციას, თუ რადიკალური ოპოზიცია რადიკალიზაციის, რევოლუციის და პოლარიზების გზაზე იდგება, ცვლილებები ვერ განხორციელდება.

დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია და არანაირი ზედმეტი ვალდებულება ამ კუთხით არ გაგვაჩნია,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა