„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს - ბანკთან პარტნიორობით, FIABCI-Georgia რეგიონში პირველ, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას - FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards ორგანიზებას უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოავლენენ. გამარჯვებული პროექტების შერჩევა შემდეგი 6 კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა, ურბანული ინტეგრაცია.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და ის 31 აგვისტოს დასრულდება. დაჯილდოება კი 2022 წლის ოქტომბერში გაიმართება.

პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება ბმულზე: www.fiabciprixgeorgia.ge/ და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც მონაწილეობის მიღება გსურთ.

FIABCI-Georgia-ს პირველი ეროვნული დაჯილდოება ერთ სივრცეში სექტორის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებს, საკონსულტაციო კომპანიებს შეკრებს. ღონისძიებას ასევე, სახელმწიფო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

უძრავი ქონების დღეების ფარგლებში პარალელური აქტივობებიც ჩატარდება: რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - „ქალაქები მწვანე მომავლისთვის,“ პანელური დისკუსია -„უკრაინის ქალაქების აღდგენა,“ ასევე, უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები. ქალაქის ტურები, ტრენინგები, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა.

FIABCI-Georgia-ს უძრავი ქონების პროექტების ეროვნული დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და ის ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.

„უძრავი ქონების პირველი ეროვნული დაჯილდოების მისიაა საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. ასევე, მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2022 წლის ოქტომბერში FIABCI Prix d’ Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება. მოხარული ვართ, რომ ამჯერადაც გვერდში ჩვენი ერთგული პარტნიორი, „საქართველოს ბანკი“ გვიდგას. ამ ჯილდოთი გვინდა მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები, ასევე, ის ადამიანები გამოვავლინოთ, რომლებიც განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით ძალისხმევას არ იშურებენ“,- განაცხადა FIABCI-Georgia-ს ხელმძღვანელმა, ლიკა ქარდავამ.

„საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის, ზურაბ მასურაშვილის განცხადებით, ფორუმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, რაც სასიხარულოა.

„მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ჩვენს ქვეყანას ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს. საინტერესოა, რომ ფორუმის ფარგლებში 50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, ქართული უძრავი ქონების ბაზარს და ტურიზმს გაეცნონ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა მათთვის, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც საქართველოს ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს და მეტ ინვესტორს, არსებულს თუ პოტენციურს, ის რეალური შესაძლებლობები გავაცნოთ, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“ ,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო