ნიკოლოზ სამხარაძე - იმ ფონზე, როცა ნიკა მელია რევოლუციას აანონსებს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა ვერ შედგება

იმ ფონზე, როცა ნიკა მელია რევოლუციას აანონსებს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა ვერ შედგება, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია "კონსტრუქციულ რელსებზე" გადავა, მაშინ მუშაობა შესაძლებელი გახდება.

"საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის, ეს დამოკიდებულია ოპონენტებზე, შესაბამისად, ამაზე უნდა იყოს მსჯელობა. მაგრამ იმ ფონზე, როცა ნიკა მელოა რევოლუციას აანონსებს, მსჯელობა ვერ შედგება. თუ პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას და კონსტრუქციულ რელსებზე გადავლენ, ყველაფერი შესაძლებელია. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდება თანამშრომლობა, ხოლო როცა რევოლუციებს აანონსებ, თანამშრომლობის რესურსი ვერ იქნება.

მუდმივად ცდილობენ, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, რომ არეულობის ხარჯზე იქნებ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს არის მათი ამოცანა ბოლო 8 წელია, თუმცა, რა შედეგებსაც მიაღწიეს აქამდე ამ გზით, იგივეს მიაღწევენ,"- განაცხადა სამხარაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს