საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იაპონიის მთავრობისგან სახანძრო ავტომანქანების გადმოცემის პროექტზე მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩ - იმამურა აკირასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა იყო სამსახურისთვის სხვადასხვა სახის და მოდიფიკაციის სახანძრო ავტომანქანების გადმოცემის საკითხი, რომელსაც იაპონური მხარე აქტიურად განიხილავს. სამსახურის უფროსმა საქართველოში იაპონიის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების მიმართულებით მიღწეული შედეგების და არსებული გამოწვევების შესახებ.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის თითოეული განყოფილების ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამსახური ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ შორის იაპონიის მთავრობასთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. ბოლო წლებში, საქართველომ იაპონელი მეგობრებისგან მიიღო 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 3 ერთეული ავტო-კიბე, მაღალსართულიან შენობებში ოპერაციების განსახორციელებლად, რომლებსაც მეხანძრე-მაშველები აქტიურად იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. გარდა ამისა, წლის ბოლომდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობა ერთ სახანძრო ავტო-კიბეს და ერთ სახანძრო ავტო-ცისტერნას გადასცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა