საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 26 მაისს მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 2-2 რეისს ნიშნავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 2-2 რეისს ნიშნავს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ხუთშაბათს, 26 მაისს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით არსებული განრიგის გარდა, დამატებით კიდევ ერთი ფრენა 13:30 საათზე შესრულდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტრის მიმართულებით - 15:15 საათზე განხორციელდება.

ასევე, 26 მაისს, ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-ამბროლაური 16:30 საათზე, ხოლო ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით 17:45 საათზე.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://ticket.vanillasky.ge/ .

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. დამატებით რეისებზე მოთხოვნა გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო