თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე 416 მოსწავლეს 29 პედაგოგი ასწავლის

თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე მოსწავლეებს 29 პედაგოგი ასწავლის, აქედან მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში, 22 მასწავლებელია დასაქმებული, საიდანაც 7 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე კი, ჯამში, 7 პედაგოგია დასაქმებული, აქედან 6 უკრაინის, ხოლო 1 - საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული სხვადასხვა ასაკის 912 მოსწავლე სწავლობს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა, სადაც მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა, უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 912 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, მათ შორის 316 მოსწავლე - სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე და 100 მოსწავლე - სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე (ჯამში უკრაინულ სექტორზე - 416 მოსწავლეა). მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე სულ 22 მასწავლებელია დასაქმებული, აქედან 7 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე კი ჯამში 7 პედაგოგია დასაქმებული, აქედან 6 უკრაინის, ხოლო 1 საქართველოს მოქალაქეა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა