ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

ვებსტერის უნივერსიტეტი, რომლის კამპუსიც საქართველოში ოფიციალურად ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა გახსნა, ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) წევრი გახდა.

გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა და ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა მოაწერეს.

მხარეთა განცხადებით, ვებსტერის საქართველოში გახსნა და უნივერსიტეტის AMCHAM-ში გაწევრიანება ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა.

„ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ მასშტაბის უნივერსიტეტის საქართველოში გახსნას და ჩვენ მათ ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ. ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. თანამშრომლობის მემორანდუმი სიტყვიერად თითქოს მარტივად ჟღერს, თუმცა რეალურად ეს არის ძალიან დიდი დატვირთვის მქონე დოკუმენტი. თანამშრომლობა ქვეყნისთვის, საგანმანათლებლო სფეროსთვის და მემორანდუმის ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას!“ - განაცხადა ირაკლი ბაიდაშვილმა.

„ვებსტერის უნივერსიტეტის გამოცდილების საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან ჰარმონიზაცია მოხდება. ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ახალგაზრდებს, მომავალ თაობს მივცემთ შესაძლებლობას, შექმნან უკეთესი მომავალი. ჩვენთვის ამერიკის სავაჭრო პალატის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ გაწევრიანების დოკუმენტზე ხელმოწერითა და თანამშრომლობის დაწყებით“, - აღნიშნავს ჯულიან შუსტერი.

ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს დაარსდა და მსოფლიოს 50 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა