ზაზა ვაშაყმაძე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტის (ECRI) ექსპერტებს შეხვდა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მონაწილე ექსპერტები დაინტერესდნენ, რა ვითარებაა საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რა გავლენა მოახდინა კოვიდ 19-ის პანდემიამ უმცირესობათა ჯგუფებზე და რა ზომებს ახორციელებს ხელისუფლება პანდემიის ზემოქმედების შედეგების მინიმუმამდე შესამცირებლად.

„ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, საქართველოში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევების თაობაზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის წაშლის ფაქტები.

ECRI-ის წარმომადგენლებმა სააგენტოს მიაწოდეს ინფორმაცია რომ რამდენიმე თვეში ბერლინში, ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, გაიხსნება რელიგიური ცენტრი „House of One“, ეს არის იდეა, როგორ შეიძლება გაერთიანდეს ყველა კონფესია. აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიწვიეს რელიგიის სააგენტოც“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა