კობა ნაყოფიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა და სერიოზული ცვლილებებია, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ,,ვივამედის” კლინიკაში თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა.

როგორც ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მიხეილ სააკაშვილმა მას განუცხადა, რომ ,,კვლევაში სერიოზული ცვლილებები შეინიშნება, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს”.

მისივე თქმით, კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კომუნიკაცია სააკაშვილის პირად ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძესა და კლინიკის მედპერსონალს შორის მიმდინარეობს.

,,შედეგები არ მინახავს. ექიმი არ ვარ და რომც მენახა, ვერ შევაფასებ, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ელაპარაკა ექიმებს და არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს კომუნიკაცია ნიკოლოზ ყიფშიძესა და კლინიკის მედპერსონალს შორის. უნდა ენახა მისი კვლევის შედეგები, ან ანახებენ. ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება - სააკაშვილის გადაყვანა უცხოეთში სამკურნალოდ”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს