კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ ტალიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრება და ახალგაზრდობა“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განვითარების ეტაპები, ევროკავშირის კვლევა ინტელექტუალური საკუთრებისა და ახალგაზრდობის შესახებ, საავტორო სამართლისა და სამრეწველო საკუთრების სამართლის გამოწვევები.

„ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა. ლექცია ჰიბრიდული ფორმატით წარიმართა, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინ რეჟიმში მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრებისა და ახალგაზრდობისთვის აქტუალური საკითხების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ თამარ ტალიაშვილის ვიზიტისას, სამართლის ფაკულტეტზე „სამართლის კლუბი“ დაფუძნდა, რომლის მიზანიც სტუდენტური აქტივობების განხორციელების ხელშეწყობაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა