ჯანდაცვის სამინისტრო - საპენსიო სესხები გაიაფდა, სოციალური გასაცემლის ბენეფიციარებს კი საკომისიოს გარეშე მოემსახურებიან

სოციალურ გასაცემლებზე საბანკო მომსახურების სატენდერო კომისიამ, „ლიბერთი“ გამარჯვებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომისიის სხდომა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა.

კომისიის წევრებმა „ლიბერთი ბანკის“ გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს და შესაბამის ოქმს მოაწერეს ხელი.

სატენდერო კომისიის წევრების თქმით, მთავარი საკითხები შესრულებულია - პენსიონერებს უმცირდებათ სესხის პროცენტი და სოციალური გასაცემელის მიმღები პირები, ნებისმიერ სერვისს, საკომისიოს გარეშე მიიღებენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო პირობების თანახმად, საპენსიო სესხების პროცენტი, რეფინანსირებისა და 6-თვიანი ტიბრის [ეროვნული ბანკის ყოველწლიურად განახლებადი პროცენტი] საპროცენტო განაკვეთს + 15%-ია. დღეის მდგომარეობით, ეს არის არაუმეტეს 26%-ისა, რომელიც ადრე 30.6 % იყო.

„სატენდერო პირობების თანახმად, „ლიბერთი“ ბენეფიციარებს, საკომისიოს გარეშე მოემსახურება, მათ შორის კომუნალურების გადახდის დროსაც. ასევე, ბანკი იღებს ვალდებულებას, პენსიონერებსა თუ სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, ბინაზე მისვლის მომსახურება შესთავაზოს.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის წევრები - ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ილია ღუდუშაური და თამარ ბარკალაია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, პარლამენტის წევრები პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ზარქუა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლის საბანკო მომსახურებაზე ტენდერი აპრილში გამოაცხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს