შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ვიცე-პრეზიდენტსა  და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროკავშირის Twinning-ის პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, ავსტრიასა და გერმანიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტისას, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავსტრიის სამეცნიერო ფონდში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდის საქმიანობასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას, მის საერთაშორისო აქტივობებსა და პროგრამებს, გაიმართა „მრგვალი მაგიდა“ მეცნიერების პოლიტიკის საკითხებზე ფონდის ვიცე პრეზიდენტის, გერლინდ მაუთნერისა და აღმასრულებელი ვიცე - პრეზიდენტის, ურსულა იაკუბეკის მონაწილეობით, რომელზეც განიხილეს მეცნიერების პოლიტიკის ისეთი თანამედროვე გამოწვევები, როგორიცაა ღია მეცნიერებისა და ღია მონაცემების სისტემის დანერგვა, მეცნიერების და ბიზნესის ურთიერთანამშრომლობა.

„გაიმართა შეხვედრა ავსტრიის კვლევების მხარდაჭერის სააგენტოში, რომელზეც რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი, ფონდის წარმომადგენლები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მის სტრუქტურასა და პრიორიტეტებს, გამოყენებითი კვლევების კონკურსების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს, მონიტორინგისა და სამეცნიერო პროექტების შემდგომი რეალიზების სისტემას, ურთიერთობას უნივერსიტეტების საგრანტო ოფისებთან, გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა აღნიშნულ თემატიკაზე.

ამავე პროგრამის ფარგლებში შედგა შეხვედრები გერმანიის DRL პროექტის მართვის სააგენტოში თემაზე: „სტრუქტურა და ამოცანები - გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურ სამინისტროსთან მიმართებაში“, ვიდეოკონფერენცია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურ სამინისტროსთან, გაიმართა - რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის DRL პროექტის მართვის სააგენტოს პრეზენტაციები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს