გაერო და განვითარების პარტნიორები ხელახლა იღებენ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის ვალდებულებას მხარი დაუჭირონ

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, განვითარების სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, გამოხატა მზაობა შემდგომშიც განაგრძოს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მხარდაჭერა.

ერთობლივი პროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა საქართველოში“ განხორციელებაში მიღწეული წინსვლის შეფასების მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ერთდღიანი შეხვედრა მოაწყო.

შეხვედრის მონაწილეებს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ მიმართა. სხვა გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკოლოზ თათულაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის პროგრამების ხელმძღვანელმა ნანედ რავამ ღონისძიების მონაწილეებს სპეციალური ვიდეო ჩანაწერით მიმართა.

ქმედებაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით, მონაწილეებმა განიხილეს შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები და განსაზღვრეს სფეროები, რომლებიც შშმ პირებთან დაკავშირებული პრობლემების შემდგომ მოგვარებას მოითხოვს.

მრავალსექტორული მიდგომა, რომელიც 2020 წლის იანვარში მდგრადი განვითარების მიზნების ფონდიდან 2 მილიონი აშშ დოლარით ამოქმედდა, გამოყენებული იქნა შშმ პირთა სოციალური დაცვის გასაძლიერებლად. ერთობლივი პროგრამა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და ასევე მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შშმ პირთა ორგანიზაციების მონაწილეობით. პროგრამის მიზანი იყო პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის, ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და საქართველოში შშმ პირებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (UNCRPD) ეფექტიანი განხორციელებისა და მონიტორინგის მხარდაჭერა.

„გაეროს ერთობლივმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო ტრანსფორმაციულ და მდგრად ცვლილებებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან“, - თქვა საბინე მახლმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, თავის შესავალ სიტყვაში. „ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ უფრო ინკლუზიური კანონმდებლობის შემუშავების, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის მეთოდის რეფორმირების კუთხით - და ამით დავასრულეთ შშმ პირთა უხილავობა, რაც უზრუნველყოფს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების ხელმისაწვდომობას ყველა შშმ პირისთვის, და ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და მასზე რეაგირებას“. მან ასევე აღნიშნა, რომ ,,დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიღწეული შედეგების მდგრადობის მხარდასაჭერად და სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხებში ცვლილების განსახორციელებლად”.

2020 წლიდან ერთობლივი პროგრამა უზრინველყოფდა რეფორმების მხარდაჭერას საქართველოში ხელსაყრელი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემოს შექმნისთვის, ადვოკატირებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღებას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს კანონმდებლობის შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (CRPD) სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ასევე გაეროს კონვენციის ფაკულტატური პროტოკოლის რატიფიცირებას. ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა გაეროს კონვენციის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი - შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი კომიტეტი, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის იმპლემენტაციის წლიური სამოქმედო გეგმები და შემუშავდა ხელმისაწვდომობის ეროვნული მარეგულირებელი ბაზა.

ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით შემუშავდა ადამიანის უფლებათა სტრატეგიის პროექტი და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის იმპლემენტაციის წლიური სამოქმედო გეგმები და ასევე ხელმისაწვდომობის ეროვნული მარეგულირებელი ბაზა. განახლდა და შემუშავდა შესაბამისი ეროვნული პოლიტიკა, გეგმები და საგანმანათლებლო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვისა და ანტენატალური ზრუნვის ხელმისაწვდომობას, და ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის იდენტიფიკაციისა და მართვის მექანიზმებს.

ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მოდელის საფუძველზე განხორციელდა ინვალიდობის ხარისხის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის სისტემის პროცესისა და პროცედურების ჩამოყალიბება, გამოცდა და მათი დახვეწა შეზღუდული შესაძლებლობის სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების გასათვალისწინებლად. შემუშავდა ინვალიდობის ხარისხის შეფასების ახალი სისტემის დანერგვის მექანიზმები, მათ შორის (1) საგზაო რუკა შეფასებისთვის საჭირო სპეციალისტების შტატის ფორმირებისთვის; (2) სისტემის მონიტორინგისა და სპეციალისტების ზედამხედველობის კონცეფცია; (3) ინფორმაციის მართვის სისტემა; და (4) საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. პილოტური ინიციატივების ფარგლებში, შეფასების ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით, შეფასდა 1500-ზე მეტი შშმ პირის (მათ შორის ბავშვების) მდგომარეობა.

ერთობლივი პროგრამის განხორციელების შედეგად ასევე გაფართოვდა პროფესიონალ იურისტთა შესაძლებლობები, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იურიდიული დახმარების სამსახურს, როგორც შშმ პირებისთვის იურიდიული დახმარების ძირითად მიმწოდებელს კანონის გაეროს კონვენციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოყენების მიზნით.

შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო კომიტეტი, რომელშიც შედიოდა შშმ პირთა სხვადასხვა თემის 10 წარმომადგენელი, მათ შორის შშმ მშობლები და ბავშვები. კომიტეტს და შშმ პირთა სხვადასხვა ორგანიზაციებს მხარდაჭერა აღმოუჩინეს. საერთო ჯამში, 409 000-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის შშმ ქალებმა და გოგონებმა გაიუმჯობესეს ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ, და ასევე გაუმჯობესდა შშმ პირთა მიმართ პოლიტიკა და საზოგადოებრივი დამოკიდებულება; ცნობიერების ამაღლების ინიციატივებმა, და მათ შორის შშმ ქალებისა და გოგონების უფლებების შესახებ, ერთი მილიონი ადამიანი მოიცვა.

ერთობლივი პროგრამის შედეგად გაუმჯობესდა სოციალური სერვისებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ახალციხისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გაძლიერდა შშმ პირთა სოციალური სერვისები; ამბროლაურსა და ცოლისკურში სოციალური ინკლუზიის ცენტრები შეიქმნა; და აფხაზეთში შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყო. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობის გზით, ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა შშმ პირთა დასაქმებისთვის და მათი დამოუკიდებლად ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

სავარაუდოდ, შეხვედრაზე გამართული დისკუსიები ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედების გაფართოებასა და აღსრულებას, მათ შორის ახლადშექმნილი საკოორდინაციო კომიტეტის ქმედითობას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის სფეროებში ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობას, და შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემის გარდაქმნას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა