საკრებულოში „სასკოლო ლიგა 2022“-ის პრეზენტაცია და მინი ფეხბურთის ლიგის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში ,,სასკოლო ლიგა 2022’’-ის პრეზენტაცია და მინი ფეხბურთის ლიგის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა.

გიორგი ტყემალაძემ პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, სკოლებში ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ამ პროცესში სკოლის მოსწავლეების ჩართვაა. სასკოლო ლიგის შექმნის ინიციატივა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ეკუთვნის. დარწმუნებული ვარ, პროექტს მომავალში დიდი პერსპექტივა აქვს’’, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მან დედაქალაქის მერიას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, სასკოლო ლიგა წელს სპორტის სამ სახეობაში - მინი ფეხბურთში, ხელბურთსა და პნევმატური იარაღით სროლაში იმართება და მასში თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის 150-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

„ეს პროექტი 2019 წელს თბილისის საკრებულოს ინიციატივით დაიწყო. ნაკრები გუნდი როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე არის წარმოდგენილი და მჯერა, რომ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს წინ კიდევ მრავალი წარმატება აქვთ. სასკოლო ლიგას გარდა მინი ფეხბურთისა, სპორტის სხვა სახეობები-ხელბურთი და პნევმატური იარაღით სროლა დაემატა’’, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ამასთან, „სასკოლო ლიგა“ ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს დააფუძნა და პროექტი მას შემდეგ წარმატებით ხორციელდება.

„სასკოლო ლიგა“ მიმდინარე წლის 22 მარტს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება.

თბილისის საკრებულოს განცხადებით, ღონისძიების დასასრულს, ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც პროექტის კოორდინატორი ოთარ აბულაძე უძღვებოდა.

პრეზენტაციას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა