ოთარ შამუგია - მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების სტანდარტთან შესაბამისობაში მუშაობას ახალი საკალიბრაციო ლაბორატორია უზრუნველყოფს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ თეიმურაზ მთივლიშვილთან ერთად, მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების ახალი საკალიბრაციო ლაბორატორია დაათვალიერა.

„გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სტიქიური ბუნებრივი მოვლენების იდენტიფიცირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისთვის დაკვირვების ქსელის გაუმჯობესებაა. აღნიშნული მიმართულებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ქვეყნის მასშტაბით, დღეს უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა; ხდება მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი უწყებებისთვის დროული მიწოდება. მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების გამართულად, სტანდარტთან შესაბამისობაში მუშაობას, დღეიდან, უახლესი საკალიბრაციო დანადგარებით აღჭურვილი საკალიბრაციო ლაბორატორია უზრუნველყოფს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღეისათვის, ქვეყნის ტერიტორიაზე 160 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო პუნქტი მოქმედებს. მწვანე კლიმატის ფონდის (Green Climate Fund) ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, გათვალისწინებულია დაკვირვების ქსელის გაფართოება. 2024 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების და საგუშაგოების რაოდენობა 300 ერთეულს გადააჭარბებს.

აღნიშნული სადგურების დანიშნულება ქვეყნის სხვადასხვა წერტილში მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პარამეტრების გაზომვა და მათი გავრცელებაა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეებზე. სადგურების უმრავლესობა სრულად ავტომატიზებულია და რეგულარულ ტექნიკურ სარემონტო/საკალიბრაციო სამუშაოებს საჭიროებს. ახალი საკალიბრაციო ლაბორატორია, რომელიც სრულად აღიჭურვება უახლესი საკალიბრაციო დანადგარებით, უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების გეგმურ კალიბრაციას, რაც გაზრდის ატმოსფერული წნევის, ტემპერატურის და ტენიანობის გაზომვის ხარისხს, ასევე, მინიმუმამდე დაიყვანს ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვების ცდომილებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს