შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მიზნით შეხვედრა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით, გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს გაეროს 6-მა ორგანიზაციამ, სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლებმა და სხვა პარტნიორებმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი ერთობლივ პროგრამაში - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა საქართველოში“ მიღწეული წინსვლის შეფასება იყო.

„ღონისძიებაზე სიტყვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე წარსდგა. თამარ ბარკალაიამ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. მათ შორისაა, ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვა, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.

ერთობლივი პროგრამის მიზანი პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის, ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და ასევე შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (UNCRPD) ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობაა.

შეხვედრის მონაწილეებს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა მიმართა. გამომსვლელებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკოლოზ თათულაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, განვითარების სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, გამოხატა მზაობა შემდგომშიც განაგრძოს საქართველოში შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მხარდაჭერა.

ერთობლივი პროგრამა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შშმ პირთა ორგანიზაციების მონაწილეობით“,- აღნიშნავენ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს