„ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გარეცხვით სამუშაოებს აწარმოებს

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ გარეცხვით სამუშაოებს აწარმოებს. 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

3 დღის განმავლობაში, გარეცხვითი სამუშაოების ფარგლებში, მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა. სამუშაოების მიმდინარეობისას 3 დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი და ხოლო 2 დღის განმავლობაში ორთჭალჰესი.

„გეგმური გარეცხვითი სამუშაოების მიზანია, წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება. აღნიშნული სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან“, - განაცხადა „ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა