„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - ბოლო ხანს, საგანგაშოდ მასშტაბურია თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგი მედიკოსების ხელით აწარმოოს

ბოლო ხანს, საგანგაშოდ მასშტაბურია თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგი მედიკოსების ხელით აწარმოოს. კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ე.წ. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მოტივით, უკანონოდ ასპონსორებს ექიმებთან შეხვედრებს, რომელთა მიზანია მოდერნიზებული, ახალი ტიპის, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის პოპულარიზაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდუსტრიის განსაკუთრებული სამიზნეა ოჯახის ექიმები, სტომატოლოგები, კარდიოლოგები, პულმონოლოგები და ონკოლოგები, ის მიმართულებები, სადაც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით ყველაზე ხშირად ხვდებიან პაციენტები.

„ინდუსტრიის მიზანია, გადაიბიროს ექიმები, რომლებმაც პაციენტებს ერთი მომაკვდინებელი პროდუქტიდან, კლასიკური სიგარეტიდან ახალ, მოდერნიზებულ სასიკვდილო პროდუქტზე გადასვლა უნდა ურჩიონ და გახდნენ სიკვდილის დისტრიბუტორები, მაშინ, როდესაც ექიმის მისიაა, დაეხმაროს თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე დამოკიდებულ პირებს, საბოლოოდ გათავისუფლდნენ ლეტალური პროდუქტისგან.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინდუსტრია გასახურებელი თამბაქოს, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივას ისევ მის მიერ დაფინანსებული კვლევებისა და მოსყიდული მეცნიერების მოსაზრებებით „ამყარებს“. საგანგაშოა, რომ ინდუსტრიის ამ ტიპის აქტივობებს დაემატა ახალგაზრდული ბანაკების, ე.წ. „დისრაფ ქემფი“ ორგანიზებაც, რაც გულისხმობს წარჩინებული ახალგაზრდების დამუშავებას და მათში ლოიალობის გაჩენას მკვლელი პროდუქტის მწარმოებელი ბიზნესის მიმართ. მიზანი ნათელია, ეს ახალგაზრდები ხვალ ქვეყნის მართვის სათავეში იქნებიან და მხარს დაუჭერენ თამბაქოს ინდუსტრიის კერძო და ადამიანის სიცოცხლის საწინააღმდეგო ინიციატივებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ექიმების, ახალგაზრდების, პოლიტიკოსების და ნებისმიერი სოციალური ჯგუფის მოსყიდვის მცდელობა აკრძალულია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით, თამბაქოს კონტროლის ეროვნული კანონმდებლობით და დაწესებულია შესაბამისი სანქციები.

მოვუწოდებთ ყველა ექიმს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტს, ჯანდაცვის და სამედიცინო პროფილის არასამთავრობო და პროფესიულ ასოციაციებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ღონისძიებებში. ასოციაციებმა წევრობა შეუწყვიტონ ზემოაღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს.

მივმართავთ საელჩოებსა და დონორ ორგანიზაციებს, აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს შეუწყვიტონ მიმდინარე დაფინანსება და მომავალში მათზე არ გასცენ გრანტი, ან ტექნიკური დახმარება. მოვუწოდებთ ფინანსურ და სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც ევალებათ შესაბამისი უკანონო აქტივობების აღკვეთა და სანქციების დაკისრება, დროულად და ეფექტურად მოიკვლიონ ყველა კონკრეტული აქტივობა და შესაბამისი სამართლებრივი ზომები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანიზაციებისგან მსგავს, მავნებლურ ქმედებებზე წაყრუება და კანონის უგულებელყოფა აღიქმება, როგორც თამბაქოს ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი ინტერესების მფარველობა“, - ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო