მთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა “განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავს ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას, 3 შენობას და 2 სკვერს, მიმდინარეობს გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, აგრეთვე ცენტრალური მოედნისა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, სადაც დღეს პრემიერი ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს განუმარტა, პროექტისთვის 4.5 მლნ ლარია გამოყოფილი და ასევე გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტს 567 ათას ლარამდე გადასცემს. მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს