ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონის ხელმოწერისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მხარდაჭერას გამოხატავს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართ, რომელმაც დღეს ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინისთვის დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ.

„მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონის ხელმოწერისთვის. პრეზიდენტი ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის ხელმძღვანელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერაში გადამწყვეტია. ველით ახალ, მძლავრ თავდაცვის დახმარებას. დღეს ის ისე საჭიროა, როგორც არასდროს,“- წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის, დახმარების სახით დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა