გიორგი ვაშაძე - "ქართული ოცნება" ივანიშვილიდან დაწყებული ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებებით დამთავრებული ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის CEPS-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ოფიციალური პირებისა და ბიძინა ივანიშვილის ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი ნიშნულია იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს განაცხადს უარი უთხრას.

ვაშაძის შეფასებით, ისტორიული შანსი, რომელიც დღეს საქართველოს გამოუჩნდა აუცილებლად გამოსაყენებელია

"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებებით დამთავრებული ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას.

ფორმალურად ავსებენ განაცხადს ერთი ხელით და მეორე ხელით ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს აკავებენ. ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გვაქვს მიკერძოებული მართლმსაჯულება. დასავლელი პარტნიორების მიმართ ცილისწამებლური და ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებაზე არიან გადასულები.

უნდა გამოვფხიზლდეთ, ჩვენ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, ეს შანსი არ უნდა ჩავაბაროთ ოლიგარქულ ან კლანურ მმართველობას, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ CEPS-მა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით ანალიზი 20 მაისს გამოაქვეყნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა