დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა ღვთისმშობლის ტაძარზე საჰაერო თავდასხმა  განახორციელეს

დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა ღვთისმშობლის ტაძარზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ტაძრის სარდაფს თავს ეკლესიის დაახლოებით 100 მსახური აფარებდა. მათ შორის იყვნენ ბერ-მონაზვნები და ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან. პოლიციამ, სამხედროების და მესაზღვრეების დახმარებით მონასტრის მსახურები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა