პრემიერ-მინისტრმა მეღვრეკისში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.

განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

მისი თქმით, საბავშვო ბაღი გათვლილია 75 აღსაზრდელზე. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ბაღი მოემსახურება გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებული ორი სოფლის - მეღვრეკისისა და ერგნეთის მოსახლეობას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერგნეთსა და მეღვრეკისში აქამდე საბავშვო ბაღი არ იყო და მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზზე მცხოვრები სოფლების მოსახლეობისთვის. საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება - 2 820 000 ლარია.

მთავრობის მეთაური სოფელ მეღვრეკისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა და მათ უახლოეს პერიოდში სოფელში ახალი სტადიონის მშენებლობას დაპირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა