პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“   VET Excellence Award-ის გამარჯვებულია

საქართველო „პროფესიულ განათლებაში განსაკუთრებილი მიღწევისთვის ჯილდოს” (VET Excellence Award) მფლობელია,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გამარჯვებული ევროკომისიის მიერ ორგანიზებული „ევროპის პროფესიული უნარების კვირეული 2022“-ისფარგლებში, ხმის საჯარო მიცემის შედეგად გამოვლინდა.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დაგანათლების ცენტრის პროგრამამ „გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” გამარჯვება ევროპულ ორგანიზაციებს შორის, ევროპის განათლების ფონდის (ETF) კონკურსის მწვანეუნარების კატეგორიაში მოიპოვა.

„VET Excellence Award, ევროპის მასშტაბით, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენისა და აღიარების მიზნით, აერთიანებს სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციას, სკოლასა და პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომლებიც საკუთარგამოცდილებასა და წარმატებული საქმიანობისისტორიას სხვადასხვა სფეროში აზიარებენ.

ევროკომისიის ევროპული პროფესიული უნარების კვირეული 16-20 მაისს გაიმართა. მიმდინარე წელს, კვირეულის მთავარი თემა იყო პროფესიული განათლება და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა ევროკომისიის ვალდებულებების და ევროპის მწვანე შეთანხმების მიზნების გათვალისწინებით.

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის დანერგვის პროცესი საქართველოში 2021 წლიდან დაიწყო. პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დაგანათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითიკლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ბაზისურცოდნას იღებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება დაბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი“,- ნათქვმია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა