მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ კეტრინ შვაიცერს, „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისა“ და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ დეტალები განიხილეს და საქართველოს დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.

უწყების ცნობით, „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები“ საქართველოში, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებას.

„პროექტის ფარგლებში აშშ-ში გამართული სასწავლო ვიზიტის დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ამერიკულ უნივერსიტეტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის, ტექნოლოგიების გადაცემის, მეწარმეობის ხელშეწყობის მიდგომებს გაცნობოდნენ და კვლევის კომერციალიზაციის შესახებ მეტი გაეგოთ.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანადგომის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა არსებულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. მიხეილ ჩხენკელმა პროექტში ჩართულ მხარეებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ეს კოლაბორაცია ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

თავის მხრივ, პროექტში ჩართულმა მხარეებმა მინისტრს აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს მიღწეული შედეგები გააცნეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, აშშ-ის საელჩოსა და უშუალოდ მიხეილ ჩხენკელის თანადგომის გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორი სოფო ბზიშვილი, პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს