საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სამედიცინო სერვისის სრულფასოვნად და ხარისხიანად მიწოდების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადასცა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, ასევე მცხეთა-მთიანეთის მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა სტეფანწმინდის გადაუდებელი დახმარების რაიონულ სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური იმყოფებოდნენ.

ისინი დაბა სტეფანწმინდის გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო გარემოს ადგილზე გაეცნენ. მათ პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვეს.

ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო