სასტუმრო „ბილტმორში“, „გაყიდვების ასოციაციის“ გახსნის ღონისძიება გაიმართა

სასტუმრო „ბილტმორში“, „გაყიდვების ასოციაციის“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიებაზე ასოციაციის სამომავლო გეგმები და მიზნები განიხილეს.

„ასოციაცია გაყიდვების პროფესიონალების გაერთიანების პლატფორმაა, რომელიც ერთი თვის წინ, დავით ჩიკვაიძემ დააფუძნა და უკვე 100-მდე გაყიდვების პროფესიონალს აერთიანებს.

გაიმართა ასოციაციის წევრების ინტერესების პრეზენტაცია, საერთო ინტერესების მქონე ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს და გაცვალეს იდეები.

გაყიდვების სფეროში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიზნესების უმრავლესობა სწორედ ამ სფეროს გამართულ მუშაობაზე დგას, ნათელი ხდება ასოციაციის მნიშვნელობა”,- აცხადებენ ასოციაციაში.

გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ბიზნეს-კონსულტანტი, მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში ანდრო დგებუაძე და გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა