ზურაბ აზარაშვილი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის გახსნას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილი, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის გახსნას დაესწრო. რიგით 75-ე ასამბლეის მთავარი თემაა - “ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის”. ჯანდაცვის მინისტრი ასამბლეაზე სიტყვითაც წარდგება.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად ჟენევაში იმყოფება მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მინისტრმა ჰანს კლუგეს „ჯანმო“-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებასა და მათი ექსპერტების ჩართულობას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა