თურქეთში ზაფხულის სეზონი გაიხსნა - Pegas touristik Georgia ქართველ დამსვენებლებს ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე მრავალფეროვან ტურპაკეტებს სთავაზობს

კოვიდ 19-ის პანდემიასთან 2-წლიანი ბრძოლის შემდეგ, მსოფლიო ნელ-ნელა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს და იმ გარემოს უბრუნდება, რომელშიც არც პირბადე არსებობდა, არც დისტანციის დაცვის ვალდებულება და არც შიში - ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა „ცუდად არ დამთავრებულიყო“... შესაბამისად, წელს პირველად ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე - ზაფხულის სახლებში გატარება აღარ მოგვიწევს და დასვენებასაც ისევ ექნება დასვენების გემო.

შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ, ისინი, ვისთვისაც ზაფხული დატვირთული მუშაობის შემდეგ შვებულების კომფორტულ და საინტერესო გარემოში გატარებასთან ასოცირდება, ალბათ, იწყებთ ფიქრს - „სად დაისვენოთ?“, თუმცა არც ბევრი ფიქრია საჭირო და არც არჩევანია რთულად გასაკეთებელი - თუკი გიყვართ მზე, ზღვა, ამავე დროს გიყვართ ბუნებით ტკბობა, ამა თუ იმ ქალაქის ღირსშესანიშნაობების გაცნობა, თავგადასავლები და მოგზაურობა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ, მაშინ თურქეთში, ანტალიის მიმართულებით, ხმელთაშუა ზღვის კურორტებისკენ მიმავალ გზას უნდა დაადგეთ...

ანტალიის მიმართულებით, ხმელთაშუა ზღვის კურორტებისკენ მიმავალი გზა ქართველი დამსვენებლებისთვის 21 მაისიდან უკვე გახსნილია, კომფორტზე ორიენტირებულ და ამავე დროს მრავალფეროვან ტურპაკეტებს კი, რომლითაც თქვენი დასვენება დაუვიწყარი გახდება, მუშაობის 28-წლიანი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო ტურ ოპერატორი, Pegas touristik-ი გთავაზობთ. ტურები სხვადასხვაგვარია - მორგებულია მასზე, ვისაც ერთ სივრცეში დასვენება და მაქსიმალური კომფორტის სწორედ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მიღება სურს და მასზეც, ვისაც თავგადასავლები უყვარს და დაინტერესებულია, შთამბეჭდავი ემოციების ქვეშ სასტუმროს მიღმაც მოექცეს...

„Pegas touristik Georgia საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. ჩვენ მზა ტურპაკეტს ვქმნით და მას ტურისტულ სააგენტოებს ვაწვდით, რომლებიც თავის მხრივ, მომხმარებლებზე ახდენენ მათ რეალიზაციას. Pegas touristik Georgia-სთან საქართველოში არსებული ყველა ტურისტული სააგენტო თანამშრომლობს. შესაბამისად, ქართველ მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ჩვენი ტურპაკეტების შესაძენად ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს მიმართონ.

ტურპაკეტებში შედის პირდაპირი ფრენა კონკრეტულ კურორტზე, ამ შემთხვევაში თურქეთში, ანტალიის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ანტალია დიდი რეგიონია და ის რამდენიმე ტურისტულ ზონას მოიცავს - კერძოდ, მასში შედის ქემერი, ბელექი, სიდე, თვითონ ანტალიის ცენტრი და ალანია. ყველა ამ ჩამოთვლილ ქალაქში გვაქვს შეკრული ტურპაკეტები. პირდაპირი ავიაგადაფრენის გარდა, ტურპაკეტი მოიცავს სასტუმროში განთავსებას, ამას ემატება ტრანსფერი - სასტუმროში დახვედრა და აეროპორტში გაცილება, ასევე სამოგზაურო დაზღვევა.

რაც შეეხება სასტუმროების მომსახურებას, თურქეთი და კონკრეტულად ანტალია გამოირჩევა იმით, რომ ადგილზე გხვდებათ “All inclusive”, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსვენებელი სარგებლობს მაქსიმალური კომფორტით, მათ შორის პაკეტში შედის არა სამჯერადი, არამედ მრავალჯერადი კვება - მომხმარებელს საშუალება აქვს 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად იკვებოს, მიირთვას სასმელი და გაერთოს. სურვილის შემთხვევაში, დამსვენებელს საერთოდ არ უწევს სივრცის დატოვება, რადგან თავად სასტუმროშიც ბევრი გასართობი პროგრამაა. ერთი სიტყვით, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც რთული სამუშაოს შემდეგ ერთ სივრცეში სურთ ყველა მომსახურების მიღება, ეს პაკეტი იდეალურია, თუმცა თურქეთში დასვენება მხოლოდ აუზთან ან ზღვის სანაპიროზე გარუჯვასთან არ ასოცირდება. თურქეთს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ განსხვავებული სეგმენტის ტურისტსაც მისცეს საშუალება, თავისი ინტერესიდან გამომდინარე დაისვენოს და მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. კერძოდ, ჩვენ დამსვენებლებს სასტუმროს გარეთაც ვთავაზობთ სხვადასხვა სახის - სათავგადასავლო, კულტურულ, რელიგიურ ტურებს. მოგეხსენებათ, ძველი თურქეთის ტერიტორიაზე ბევრი წმინდა ადგილი და სალოცავია, რომელიც საინტერესოა მართლმადიდებელი ქრისტიანი დამსვენებლებისთვის. ასე რომ, მომხმარებელს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, თავად შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ტური“, - აცხადებს Pegas touristik Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე ბერაია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ზაფხულის სეზონის ოფიციალურად გახსნამდე, Pegas touristik Georgia-მ ანტალიის რეგიონში საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარ ჯგუფს უმასპინძლა, რომელთა შორის მედიის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ტურის ფარგლებში ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვენათ როგორც სიდასა და ქემერში მაღალი დონის სასტუმროებში, ისე გაცნობოდნენ ანტალიის რეგიონის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას, მონაწილეობა მიეღოთ ექსკურსიებში და დაუვიწყარი დრო გაეტარებინათ არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, არამედ ანტალიის რეგიონის მთებშიც, მათ შორის, ტურის ფარგლებში ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ Tazi Kanyonu-ს სილამაზით, ისე როგორც ჯომარდობა მოეწყოთ მდინარე Kopru cay-ზე.

„იმ რთული წლების მერე, რაც პანდემიის გამო სახლში ჩაკეტვით გავიარეთ, როცა ურთიერთობები, გარეთ გამოსვლა შეგვეზღუდა, ვფიქრობ, წელს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სწორედ მზის და ისეთი ქვეყნის არჩევა იქნებოდა, სადაც არის ზღვა, კარგი ამინდი, სასიამოვნო და თბილი გარემო. სწორედ ასეთ ადგილზე - ანტალიაში დაგვიგეგმა Pegas touristik-მა არაჩვეულებრივი ტური და შემიძლია ვთქვა, რომ ახლა 100 %-ით განტვირთული ვარ. ამ რამდენიმე დღეში ჩვენ „გავიარეთ“ ზღვაც, მთაც, ექსტრემალური სპორტიც „რაფტინგის“ სახით, ვისეირნეთ, ვიცურავეთ, გავერთეთ აკვაპარკით, ატრაქციონებით, „გავიხედეთ“ ხედებზე, მივირთვით არაჩვეულებრივი საკვები და ჯამში, მივიღეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა ისურვოს.

არაჩვეულებრივი პირობებია უშუალოდ სასტუმროებში, ამ თვალსაზრისით კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არ შემიძლია არ აღვნიშნო, ეს კვებაა - უნდა მოემზადოთ, რომ გაძლიერებული და უგემრიელესი საკვები გელოდებათ. უარი არ უნდა ვთქვათ - კარგად და გემრიელად მივირთვათ და მერე საქართველოში ვივარჯიშოთ, თუმცა თუ ვარჯიში გსურთ, სასტუმროებშიც გაქვთ ამის შესაძლებლობა - არის როგორც სპორტული დარბაზები, რითაც პირადად მეც ვსარგებლობდი, ისე შეგიძლიათ სხვადასხვა სპორტული აქტივობითაც დაკავდეთ - დიდი სივრცეა იმისთვის, რომ ითამაშოთ ფეხბურთი, ჩოგბურთი ან სპორტის სხვა სახეობა, თუკი გიყვართ... მოკლედ, ყველაფერი შეგიძლიათ - შეგიძლიათ დაისვენოთ მშვიდად, წყნარად, შეგიძლიათ წახვიდეთ და იცეკვოთ (სასტუმროებს ყოველ საღამოს თავისი შოუპროგრამები აქვთ), შეგიძლიათ ივარჯიშოთ, ითამაშოთ, ან უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ დრო.

დასვენებას ადამიანების ნაწილი აუგად უყურებს და ამბობს, „სად მაქვს დასვენების დრო“. სინამდვილეში დასვენება ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შრომა. ჩვენ ცხოვრების განმავლობაში ვზრუნავთ ჩვენი პიროვნების, კარიერის განვითარებაზე. დასვენება ზუსტად ის პერიოდია, როცა ერთი საათით მაინც მოვახერხებთ, მოვწყდეთ ყველაფერს და საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ, გავიაზროთ ის, რაც გავაკეთეთ და ისიც, რაც გასაკეთებელი გვაქვს, რომ ახალი გეგმები დავსახოთ. ასე რომ, უნდა დავისვენოთ და შევიგრძნოთ ცხოვრება, რადგან ყველაზე დიდ შეგრძნებებს სწორედ ასეთ თავისუფალ გარემოში ვიღებთ“, - აღნიშნავს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პერსონალური და ბიზნეს „ქოუჩი“ კახი ლობჟანიძე.

ანტალიაში დასვენების მსურველებს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს და რამდენიმე რჩევასაც აძლევს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ინფლუენსერი გიორგი მახარაშვილი.

„ანტალიაში გატარებულმა დღეებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და პირველ რიგში, ეს ახალი მეგობრების გაჩენით მოხდა. მეორე - ანტალიაში ნამყოფი არ ვიყავი და ჩემთვის აღმოჩენა იყო ის ადგილები, რომლებსაც ტურის ფარგლებში ვესტუმრეთ. ყველას ვურჩევდი, რომ გარდა სასტუმროში დასვენებისა, აუცილებლად დაგეგმოს გარე ტურები, რის საშუალებასაც მათ Pegas touristik-ი აძლევთ ანუ დრო გაატარონ არა მხოლოდ აუზთან, არამედ ნახონ ღირსშესანიშნაობები, რითაც ძალიან დატვირთულია ანტალია და ზოგადად თურქეთი.

რაც შეეხება უშუალოდ იმ სასტუმროებს, სადაც ჩვენ ვისვენებდით, ის, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, არის ძალიან მაღალი კლასის მომსახურება, რაც ჩვენს ქვეყანას აკლია და ვფიქრობ, რომ მაგალითი უნდა ავიღოთ. ასევე, აუცილებლად უნდა გამოვყო სრულყოფილი კვება - ჭამ და სვამ მაშინ, როცა გშია...

Pegas touristik-ს ყველაზე კარგი სასტუმროების დაფარვის ზონა აქვს, დასვენებაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სრულ კომფორტს გვიქმნის სწორედ ადგილი, სადაც ვჩერდებით. შესაბამისად, ენდეთ Pegas touristik-ს და ის შესანიშნავ დროს გაგატარებინებთ“, - ურჩევს დამსვენებლებს გიორგი მახარაშვილი.

მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალჯერადი კვებისა და სასიამოვნო გარემოს გარდა, დამსვენებლებს Pegas touristik Georgia-ს მიერ შეთავაზებულ სასტუმროებში სპა პროცედურებით, მათ შორის თურქული ჰამამით და სხვადასხვა სახის მასაჟით სარგებლობაც შეუძლიათ. გარდა ამისა, შოპინგის მოყვარული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სავაჭრო ცენტრებში ტრანსპორტირებაც.

„საქართველოში კმაყოფილი ვბრუნდებით. ტურის განმავლობაში მოვასწარით არა მხოლოდ სანაპიროზე გარუჯვა, არამედ დავტკბით სპა პროცედურებითაც. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შოპინგიც, რომელიც ერთგვარი თერაპიაა. საჩუქრები შევიძინე ახლობლებისა და მეგობრებისთვის, რომლებსაც ანტალიაში მოგზაურობის ემოციებს ფინჯან ყავასთან ერთად აუცილებლად გავუზიარებ. მადლობა Pegas touristik Georgia-ს, რომ ასეთი საოცარი დღეები გვაჩუქა“, - ამბობს მედიაჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათა სადრაძე.

2022 წლის ზაფხულის სეზონზე თურქეთი საქართველოდან დამსვენებლებს უკვე მასპინძლობს. პანდემიის გასული ორი წლისგან განსხვავებით, ქვეყანას ახლა ფაქტობრივად, ყველა შეზღუდვა მოხსნილი აქვს. საქართველოდან გამგზავრებამდე ერთადერთი PCR ტესტის გაკეთება მოუწევს მას, ვისაც არცერთი აცრა არ ჩაუტარებია.

„მოგეხსენებათ, შარშან რთული წელი იყო, რადგან მოგზაურებისთვის მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. წელს აბსოლუტურად ყველაფერი მოხსნილია, თუმცა ამის ფონზე, შემიძლია დავარწმუნო ყველა დაინტერესებული პირი, რომ თურქეთში მოგზაურობა სრულიად უსაფრთხოა. ასევე, გასული ორი წელი ტურიზმის სექტორმა თვითგანვითარებისთვის გამოიყენა. არავინ იფიქროს, რომ მკაცრი შეზღუდვების პერიოდში სასტუმროები იყო დაკეტილი, დაძველდა და სერვისის ხარისხმა იკლო. ჩვენ ვიყავით იმ სასტუმროებში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ჩატარდა ინსპექცია და ყველაფერი იდეალურადაა, მომსახურება მაღალ დონეზეა. სასტუმროებმა გასული ორი წელი განახლებისთვის, ოთახების რენოვაციისთვის, სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის გამოიყენეს, ისე როგორც უშუალოდ ჩვენი კომპანიაც მუდმივად ტრენინგებში იყო ჩართული და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობდა”, - აცხადებს Pegas touristik Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე ბერაია.

Pegas touristik Georgia ზაფხულში თურქეთის მიმართულებას სრულად აითვისებს. რაც შეეხება შემოდგომას, ამ სეზონზე კომპანია დამსვენებლებისთვის მზა ტურპაკეტების მიწოდებას ეგვიპტის და დუბაის მიმართულებით გეგმავს.

„ეგვიპტისა და დუბაის ტურებზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. გვექნება ახალი მიმართულებებიც, თუმცა მათ შესახებ დამსვენებლებს ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით. მთავარია, რომ ნელ-ნელა და ეტაპობრივად ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, რაც პანდემიამდე პერიოდში გვქონდა. ჩვენი სფერო 2 წელზე მეტხანს იყო პარალიზებული, თუმცა წელს იმედიანი პროგნოზებია“, - აღნიშნავს სალომე ბერაია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა