ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პორტუგალიიდან მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს პორტუგალიიდან ბლოგერები და ფოტოგრაფები ესტუმრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცი ავრცელებს.

პრეს-ტური პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით იმართება. პორტუგალიური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქალაქების, კურორტების, კულტურის, გამაჯანსაღებელი და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტების შესახებ ბლოგებსა და ფოტო რეპორტაჟებს ამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებში გააზიარებენ.

„ჩვენი მიზანია მიზნობრივი ტურისტული ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაცია მოვახდინოთ, რომ უფრო მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი მივიღოთ, შემოსავლებშიც აისახოს და უფრო გრძელვადიანი და მდგრადი იყოს ეს შედეგი. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ბლოგერებსა და ჟურნალისტებს პორტუგალიიდან, რომლებიც ძირითადად გაეცნობიან საქართველოს გამაჯანსაღებელ და სათავგადასავლო ტურისტულ პოტენციალს. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა პორტუგალიაში ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოზიციონირება მოვახდინოთ და მივიღოთ მეტი ტურისტი“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„თავდაპირველად ჩვენ ძველი თბილისი დავათვალიერეთ და ძალიან მომეწონა. საქართველო ძალიან ჰგავს პორტუგალიას, ხალხებს შორიც არის დიდი მსგავსება. ქართველები ძალიან მეგობრულები არიან, ყველა გვიღიმის. ძალიან მომეწონა ქართული ღვინო, რომელიც პორტუგალიურს ჰგავს. ვფიქრობ, პორტუგალიელი ტურისტები დაინტერესდებიან საქართველოთი და ეწვევიან თქვენს ქვეყანას“, - აცხადებს პორტუგალიელი ჟურნალისტი ლუის დე მაგალჰეისი.

„პრეს-ტურის 8 მონაწილე თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს და ქვიშხეთს ეწვია. ბლოგერები და ფოტოგრაფები ბაღდათსა და საირმეს, ვანს, მარტვილს, სოფელს გორდს ესტუმრებიან. ეწვევიან პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს.

პრეს-ტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია პორტუგალიაში და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს