დაავადებათა კონტროლის ცენტრი “რედისონში“ მიმდინარე შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ „წარმოუდგენლად მიაჩნია რაიმე ღონისძიების ჩატარება იმ კომპანიის მხარდაჭერით, რომლის ინტერესი თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციაა“

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი “რედისონში“ მიმდინარე შეხვედრას ეხმაურება, სადაც ცოტა ხნის წინ აქციაც მიმდინარეობდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა თითქოს, თამბაქოს ზიანის შემცირებას ემსახურება, თუმცა,დაავადებათა კონტროლს წარმოუდგენლად მიაჩნია მსგავსი შინაარსის შეხვედრის, თუ სხვა რაიმე ღონისძიების ჩატარება იმ კომპანიის მხარდაჭერით, რომლის მთავარი ინტერესიც სწორედ, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ემიჯნება და წყვეტს ყველა სახის თანამშრომლობას ყველა ორგანიზაციასა და ინდივიდთან, ვინც თამბაქოს ინდუსტრიასთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობს.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის ცნობილია, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმომადგენელთან - „ფილიპ მორის საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხშირად ტარდება შეხვედრები ე.წ. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიების თემაზე. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ 23 მაისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ტარდება შეხვედრა „თამბაქოს ზიანის შემცირება: გამოწვევები და შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში“, რომლის ორგანიზებასაც ახორციელებს ჩვენი კოლეგები, რომლებიც ახორციელებენ ჯანმრთელობის კვლევებს და, შესაბამისად, კარგად უნდა ესმოდეთ ამ ტიპის შეხვედრის მიზანი და დანიშნულება, მასში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობადი სახეები (ექიმები) და პოლიტიკოსები.

აღნიშნული შეხვედრა, თითქოსდა, ემსახურება თამბაქოს ზიანის შემცირებას, თუმცა, წარმოუდგენლად მიგვაჩნია მსგავსი შინაარსის შეხვედრის, დისკუსიის თუ სხვა რაიმე ღონისძიების ჩატარება იმ კომპანიის მხარდაჭერით, რომლის მთავარი ინტერესი სწორედ თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.

ცალსახაა, რომ დაგეგმილი ღონისძიება ემსახურება თამბაქოს ახალი ნაწარმების (გასახურებელი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი და სხვა) პოპულარიზაციას იმ გზით, რომ თითქოს ის ნაკლებად მავნებელია ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით და თითქოს, ის წარმოადგენს თამბაქოს ზიანის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას. ეს მხოლოდ ინდუსტრიის ხრიკია, რათა მათმა ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტმა არ დაკარგოს აქტუალობა ბაზარზე, რეალურად კი, ყველა მსგავსი სახის ღონისძიება შეცდომაში შემყვანია.

გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მკაცრი პოზიციაა, რომ აღნიშნული ღონისძიება ემსახურება გასახურებელი თამბაქოს პოპულარიზაციას იმ გზით, რომ თითქოს ის ნაკლებად მავნებელია ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით და თითქოს, ის წარმოადგენს თამბაქოს ზიანის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას.

შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისაგან, მონაწილეობისა და ხელშეწყობისაგან! ნუ შეუწყობთ ხელს თამბაქოს პროდუქტების პოპულარიზაციას და თამბაქოს, ინდუსტრიასა და ჯანდაცვის სექტორს შორის ინტერესთა კონფლიქტის გაღრმავებას, ნუ დადგებით სიკვდილის ინდუსტრიის მხარეს.

დამატებით ვაცხადებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ემიჯნება და წყვეტს ყველა სახის თანამშრომლობას ყველა ორგანიზაციასა და ინდივიდთან, ვინც თანამშრომლობს თამბაქოს ინდუსტრიასთან ნებისმიერი ფორმით”, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვრცლად განცხადებას გაეცანით ბმულზე: https://cutt.ly/ZHZr37c

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა